top of page
_DSC0002.JPG

ბიოგრაფია

     ირაკლი მურჯიკნელი 2000-2004 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დრამისა და კინოს ფაკულტეტზე. 2009 ში მან ბაკალავრის ხოლო 2011 ში მაგისტრის ხარისხი მიიღო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (თეიმურაზ გუგუშვილის კლასი). მას აგრეთვე ნამუშევარი აქვს ნოდარ ანდღულაძეწსთან, გოჩა ბეჟუაშვილთან, ალექსანდრე ხომერიკთან, აქსელ ევერარტთან, ნათელა ჭყონიასთან, ჯაკომო არაგალთან, ნილ ენდრიუ ბეიკერთან, ვერენა კელერთან და სხვებთან.

     კონსერვატორიაში სწავლის დროს ირაკლიმ საოპერო სტუდიაში შეასრულა: ბასტიენი-მოცარტის ოპერა ბასტიენი და ბასტიანა, ლენსკი-ჩაიკოვსკის ევგენი ონეგინი, ჰერცოგი-ვერდის რიგოლეტო და ერნესტო-დონიცეტის დონ პასკუალე. 2014 წლიდან ერნესტოს პარია კვლავ შეასრულა უკვე როგორც საოპერო სტუდიის სოლისტმა. 2012 – 2013 წლის სეზონში ლენსკის პარტია იმღერა ლატვიის ნაციონალურ ოპერაში და 2014 წელს სჩეჩინის ოპერა სასახლეში. 2017 წლიდან ირაკლი შვეიცარიის ქალაქ ბილის სახელმწიფო ოპერის მოწვეული სოლისტია, სადაც უკვე იმღერა: ვოდემონი-ჩაიკოვსკის იოლანტა, ჩარლზ მე7-ვერდის ჟანა დარკი,ცტირადი-იანიჩეკის შარკა. 2018 წლიდან საფრანგეთის ქ.ტურის სახელმწიფო თეატრის სოლისტია, სადაც უკვე შეასრულა ვოდემონი-ჩაიკოვსკის იოლანტა, ჩარლზ მე7-ვერდის ჟანა დარკი, მოცარტი-რიმსკი-კორსოკოვის მოცარტი და სალიერი. 2021 წლიდან ირაკლი სლოვენიის ნაციონალური ოპერეის სოლისტია სადაც უკვე შეასტულა კავარადოსი-პუჩინის ტოსკა, ოიდიპოს მეფე- სტრავინსკის ოიდიპოს მეფე და ფაუსტი-გუნოს ფაუსტი. 2023 წელს ირაკლის დებიუტი შედგა ლოძის ოპერის თეატრში (პოლონეთი), ფაუსტის როლში გუნოს ოპერა ფაუსტში.

     სტუდენტობის დროს ირაკლი მურჯიკნელი საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოფსის სტიპენდიანტი იყო, ასევე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიანტი გახლავდათ. 2010 წელს ირაკლი ლადო ათანელის კონკურსის ფინალისტი და სპეციალური პრემიის ლაურეატი გახდა.

     2012 წელს ლატვიის ნაციონალურ ოპერაში ევროპის საოპერო აკადემიების მასტერკლასებში მიიღო მონაწილეობა, იმავე წელს ბაქოში ბულბულის კონკურსის ფინალისტი გახდა.  2013 წელს პოლონეთის ქალაქ სჩეჩინში ტენორების საერთაშორისო კონკურსზე ირაკლიმ აიღო 2 მთავარი პრემია (3 დან). 2016 წელს აკადემია ბელკანტოს (გრაცი, ავსტრია) ირაკლი მე 2 პრემიის (ჯაკომო არაგალის) პრემიის ლაურეატი გახდა.

     2012 წლიდან ირაკლი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისადა ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტია, სადაც მან შეასრულა, კოტე-დოლიძის ქეთო და კოტე,ნემორინო-დონიცეტის სიყვარულის ნექტარი, ალფრედო-ვერდის ტრავიატა, დონ კარლოსი-ვერდის დონ კარლოსი, კავარადოსი-პუჩინის ტოსკა, მოცარტის რექვიემი.

     2012-2014 წლებში ირაკლიმ ალ ბუსტანის ფესტივალზე (ბეირუტი,ლიბანი) შეასრულა, დვორჟაკის სტაბატ მატერი და ბეთხოვენის მე9 სიმფონია. 2014 წელს რჟეშოვის ფილარმონიაში ირაკლიმ სოლო კონცერტი ჩაატარა. 2021 ში სერბეთის ნაციონალურ ოპერაში (ნოვი სადი) მან ვერდის რექვიემი იმღერა.

bottom of page